აშშ-ის ფარმაცევტული კომპანია, Pfizer და გერმანული BioNTech აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინა, საბოლოო შედეგების მიხედვით, 95%-ით ეფექტურია.
მათივე ინფორმაციით, მათ ვაქცინას მძიმე გვერდითი ეფექტები არ აქვს და იმედი აქვთ, მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლას მალე დაამთავრებს.
“ვაქცინის საბოლოო შედეგი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ისტორიული, 8-თვიანი ეპიდპერიოდის განმავლობაში”, – ამბობს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინამ თავდაპირველად 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. პოტენციურ ვაქცინათა შორის ლიდერობს ასევე Moderna, რომელიც თითქმის 95%-ით ეფექტურია,თუმცა მისი კლინიკური გამოცდა არ დასრულებულა.