დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექოტირი, ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახურში ადასტურებენ.
გამყრელიძეს კონტაქტი ინფიცირებულებთან ჰქონდა და ის თვითიზოლაციაში დღეიდან, 17 ნოემბრიდან იქნება.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს და კორონავირისის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს. ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.