73 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა.
კლინიკის ექიმის, გია კიკაბიძის განცხადებით, ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
ექიმის თქმით, პაციენტს გადმოვარდნის შედეგად მრავლობითი დაზიანები ჰქონდა, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ოპერაციის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია. პაციენტი კორონავირუსის გამო, თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა.