დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არასდროს უთქვამს, რომ საქართველომ კორონავირუსული ინფექცია დაამარცხა.
გამყრელიძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული საქართველო პანდემიას ვერ დაამარცხებს.
„მე ზაფხულში ან მანამდე არასდროს მითვქამს, რომ ჩვენ კოვიდინფექცია დავამარცხეთ, პირიქით, სულ მოვუწოდებდი მოსახლეობას, მოგიწოდებდით ყველას, რომ ნუ შევიქმნით ილუზიას, თითქოს კოვიდი დავამარცხეთ, კოვიდს საქართველო ვერ დაამარცხებს, კოვიდი უნდა დაამარცხოს მთელმა გლობალურმა სამყარომ, ეს იყო ჩემი გამონათქვამები, რომლებსაც მუდამ ვამბობდი, ამიტომ ვიყოთ ფრთიხლად, დავიცვათ რეკომენდაციები, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში რადიკალურად იყო შემცირებული რაოდენობა და ძალიან კარგად მივდიოდით სექტემბრის დაახლოებით 8-9 რიცხვამდე, სულ გვქონდა 1 500 დადასტურებული შემთხვევა და 19 გარდაცვალება, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა საქართველოს ყველანაირი გათვლით.”-განაცხადა გამყრელიძემ.