დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში უკვე მოქმედებს ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც ეპიდვითარების შესაბამისად შესაძლოა, გაფართოვდეს.
თუმცა გამყრელიძის თქმით, ემ ეტაპზე სრული ლოკდაუნის გამოცხადება არ განიხილება.
„ჟღერდება რეკომენდაციები საკოორდინაციო საბჭოზე, რომელიც კონსესუსის წესით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს. ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება, კიდევ გაფართოვდეს, მაგრამ ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნი არ განიხილება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, საქართველო დღეს ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს.
„მოგეხსენებათ, დღეს კლინიკებს ცხელებით ბევრი მიმართავს. პოლიკლინიკებს აქვს სწრაფი ტესტები, რათა მოხდეს დიფერენცირება არის „კოვიდი“ თუ სხვა რესპრციული ინფექცია. რეზერვში გვაქვს 400 000-მდე „პისიარ“ ტესტი და 45 000-მდე სწრაფი ტესტი. დღეს ღამის 22:00 საათზე ქვეყანაში უნდა შემოვიდეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი. მოგეხსენებათ, ეს მიმართულება – სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადასვლა, მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარდება. ანუ, სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადასვლა, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, ბევრი ქეყანა, იცით სლოვაკიის მაგალითი, ლივერპულის, სინგაპურის, ნორვეგიის მაგალითები, ამიტომ ჩვენც რაც შეიძლება სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის ეს ინსტრუმენტი ქვექნება. ასევე, დამატებით მილიონი სწრაფი ტესტის შესყიდვას ვფიქრობთ, რათა გვიანი შემოდგომისა და ზამთრის სეზონის განმავლობაში გვქონდეს სწრაფად დიფერენციალური დიაგნოსტიკის საშუალება- არის „კოვიდი“ თუ სხვა რესპირაცული ინფექცია და მოხდეს ადამიანის სწრაფი იზოლირება. თუ ჩვენ მსუბუქ სტადიაზე ვიჭერთ შემთხვევას და ის იზოლირდება სახლში, მაშინ შემთხვევა არ რთულდება, არ მიდის იმ სტადიამდე, როდესაც მას ჰოსპიტალური, მათ შორის ინტენსიური ან რეანიმაციული დახმარება სჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.