გუნდ „თუთარჩელას“ ყველა წევრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. როგორც გუნდის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ TV4-ს განუცხადა, მომღერალთა გუნდის 26 წევრი კორონავირუსისგან განიკურნა და თავს კარგად გრძნობენ.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა გუნდის ხელმძღვანელიც. თამარ ბუაძის თქმით, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, რეპეტიციების განახლება ჯერჯერობით არ განიხილება, თუმცა შესაძლებლობისთანავე გუნდი მუშაობას გააგრძელებს.
ცნობისთვის, საბჭოს რეკომენდაციით, სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სამუსიკო, სახელოვნებო და სასპორტო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.