დაინფიცირებული მემანქანეების რიცხვი 70-მდე გაიზარდა

პროფესიული კავშირი “ერთობა 2013” აცხადებს, რომ ამ დროისთვის, დაინფიცირებული მემანქანეების რიცხვი 70-მდე გაიზარდა, ხოლო უშუალოდ მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული 30 ადამიანი ინფიცირებულია.

პროფკავშირში აცხადებენ, რომ მეტროს სრულფასოვანი მუშაობისათვის დღის ჭრილში 120 მემანქანეა საჭირო, ხოლო ადგილზე დასაქმებულია 220 მემანქანე.

“გამომდინარე აქედან, სამუშაო გრაფიკს უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ვეღარ ავსებდა ის რაოდენობა მემანქანეებისა, რაც ჯერ კიდევ ახერხებდა მუშაობას. გარდა მემანქანეებისა, სხვადსხვა სამსახურებში კოვიდის გავრცელება საფრთხილო ნიშნულს გასცდა, შესაბამისად ანალოგიური სიტუაციაა შექმნილი თანამშრომელთა დეფიციტის მხრივ. ინფორმაციას დაინფიცირებული თანამშრომლების შესახებ, რომ ეს არაა მიზეზი მეტროს გაჩერებისა, ყველა მოქალაქეს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია კომპანიიდან დაინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ თვითონ განსაჯეთ.

რაც შეება ჩვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს ჩვენ ვითხოვდით მეტროს გაჩერებას, ეს ესე არაა. ჩვენ ვითხოვდით ზაფხულის გრაფიკს, რაც მაქსიმალურად აგვარიდებდა ესე უკონტროლო გავრცელებას, ჩვენ ვთქვით რომ თუ სასწრაფოდ არ მიიღო ზომები კომპანიამ, სამწუხაროდ მეტროს მოუწევდა გაჩერება. რაც, სამწუხაროდ, რეალურად მოხდა”, – ნათქვამია განცხადებაში.