იგეგმება თუ არა ბაღების დახურვა?

უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სკოლებში სწავლის დისტანციურად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. TV4 დაინტერესდა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შეწყდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ბაღებში. 

როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში TV4-ს განუცხადეს, ქალაქის ბაღებში სწავლა დღეს განახლდა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. 

ცნობისთვის, სწავლა ბაღებში არჩევნების გამო, სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. ფილიალებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და პროცესი განახლდა. 

გაერთიანების ორი ფილიალი, რომელიც  კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო, დახურული იყო, კვირის ბოლომდე გაიხსნება.