კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. როგორც ინფორმაციაში წერია, ის სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობას.
“ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას.”-წერია ინფორმაციაში.
ოქრიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მე-14 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. მან ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 39,5 %-ის მხარდაჭერა მიიღო. გოგი მეშველიანს, რომელიც ამავე ოლქში “ქართული ოცნებიდან” იყრიდა კენჭს, ოლქის ამომრჩევლების 55.41% -მა მისცა ხმა.