კლინიკა “რუსთავის” შვიდ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ორი სამედიცინო პერსონალია

კლინიკა “რუსთავის” კოვიდის მიმღებ ცენტრში კორონავირუსი შვიდ პაციენტს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევებიდან ორი სამედიცინო პერსონალია. 

როგორც კოვიდის მიმღებ ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ბოლო 24 საათში ცხელების ზონაში 25 პირი გამოიკვლიეს, ვირუსი შვიდ მათგანს დაუდგინდა. 

ამასთან, “კოვიდ 19”-ზე კიდევ 20 პირის საკვლევი ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს და პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.