ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ წუხელ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გამოწერილი ჯარიმები კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.
კობახიძის თქმით, გადაადგილების აკრძალვა ადამიანის უფლებების შეზღუდვის რბილი ფორმაა.
“ერთადერთი არსებითი შეზღუდვა დაწესებულია 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე დაწესდეს ასეთი რბილი ზომა. შესაბამისად, კონსტიტუციასთან ესაა შესაბამისობაში, კანონთან ეს შესაბამისობაშია. აქედან გამომდინარე, ყველა გამოწერილი ჯარიმა კონსტიტუციასთან და კანონთან შესაბამისობაშია”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.