დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში სამედიცინო სტუდენტების გარდა, სტომატოლოგების და პენსიონერი ექიმების ჩართვაა საჭირო.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ასაკოვანი ექიმების დასაქმება კოვიდ სასტუმროებსა და ქოლცენტრებში იქნება შესაძლებელი.
“გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებში და ჰოსპიტლებში, მაგრამ შეიძლება, რომ ქოლცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კოვიდ სასტუმროებში შეძლონ დახმარება.
მაქსიმალურად უნდა იქნეს მობილიზებული ჩვენი სამედიცინო სექტორი, იგივე სტომატოლოგები, ვინც ბევრნი არიან ქვეყანაში, ვისაც აქვს სამედიცინო განათლება, ნასწავლი აქვს საგნები და იცის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ, შეგვიძლია მათი გამოყენება.
ასევე, სტუდენტები მე-5, მე-6 კურსის, რომლებსაც ძირითადი კლინიკური საგნები გავლვილი აქვთ, თავისუფლად შეიძლება, ექიმის, ექთნის ასისტენტებად იმუშაონ ამ პერიოდში”, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მართვადია.
“ამ ტიპის მოძრაობა ქვეყანაში საჭიროა, იმიტომ რომ გარკვეულ ზღვარზე შევდივართ ეპიდსიტუაციის და ეს სიტუაცია სამართავია. დღევანდლამდე ეს მართვადია, მიუხედავად იმისა, რომ 27 00 ახალი შემთხვევაა, ვიცი, სოციალური ქსელიდან არის უკმაყოფილება, შენიშვნები, მაგრამ ძირითადში სიტუაცია მართვადია – ჰოსპიტალები, კოვიდ სასტუმროები და საავადმყოფოები”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.