24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა
დღეს დადასტურებული შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა,
- აჭარაში – 461,
- იმერეთში – 340,
- ქვემო ქართლში – 181,
- შიდა ქართლში – 199,
- გურიაში – 68,
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 369,
- კახეთში – 94,
- მცხეთა-მთიანეთში – 78,
- სამცხე-ჯავახეთში – 45,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680. 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 316, აჭარაში – 740. მძიმე პაციენტი გვყავს 641, მათ შორის, თბილისში – 332, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი, მათ შორის, თბილისში – 160, აჭარაში – 92. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 – აჭარაში, ხოლო 971 – თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 964 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 683, აჭარაში-1 296.სულ 6 ოქტომბრიდან – 7 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 13 227 პირი.დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 324 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 5 326 პირი, აჭარაში – 16 226, იმერეთში – 4 305.