დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა,
- აჭარაში – 389,
- იმერეთში – 441,
- ქვემო ქართლში – 68,
- შიდა ქართლში – 51,
- გურიაში – 28,
- სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114,
- კახეთში – 20,
- მცხეთა-მთიანეთში – 51,
- სამცხე-ჯავახეთში – 27,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.