მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საბავშვო ბაღი და სკოლამდელი მზაობის ცენტრი დაიხურა. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.
ბაღების ხელმძღვანელის, ზაურ ქარამოვის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის განაახლებენ დაწესებულებები ფუნქციონირებს. მისივე თქმით, სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღებენ.
მარნეულში ჯამში 14 საბავშვო ბაღი და 16 სკოლამდელი მზაობის ცენტრია.