განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
როგორც ცნობილი ხდება, კორონავირუსი მინისტრის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.
„მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.









