მშრომელთა სოლიდარობის კავშირმა რუსთავის მერიაში წერილი შეიტანა. სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივაა რუსთავში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას გამზირზე, რუსთაველი სპორტსმენის გურამ გუგენიშვილის ბიუსტის დაიდგას.
ცნობისთვის, გუგენიშვილი შერეულ ორთაბრძოლებში 2007-2014 წლებში იღებდა მონაწილეობას. იგი M-1 Challenge-ის პირველი ჩემპიონი იყო მძიმე წონაში.
ცნობილია რუსი მაქსიმ გრიშინისა და ამერიკელი კენი გარნერის დამარცხებით. რუსთაველი მებრძოლი და მსოფლიო ჩემპიონი 2014 წელს, 28 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა.