ოპოზიცია ხელისუფლებას თამარ ჟვანიას გადასაყენებლად ვადას 20:00 საათამდე აძლევს

ოპოზიცია ხელისუფლებას თამარ ჟვანიას გადასაყენებლად ვადას 20:00 საათამდე აძლევს

ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებისაკენ მოუწოდებს. გადაწყვეტილების მისაღებად ოპოზიციამ ვადა დღეს, 20:00 საათამდე განსაზღვრა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, 20:00 საათამდე ჟვანიას გათავისუფლების შემთხვევაში, ოპოზიცია მზად არის,ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე შეხვდეს.

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართეს.

  1. ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები
  2. გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლინი წესით დაკომპლექტდეს
  3. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები