პოლიცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს აკონტროლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლები, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა  და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კონტროლს ახორციელებენ.

უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორები მობილიზებული არიან თბილისში არსებულ მეტროსადგურებთან და  შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ.

“გარდა ამისა სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ  ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.”-წერია შსს-ს ინფორმაციაში.