საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას,” – წერს გიორგი გახარია.









