„ისეთ კრიტიკულ ზღვარს მივაღწიეთ, რომ თუ არ შევზღუდავთ წერტილოვნად, შეიძლება ეს მდგომარეობა ანუ ჯამურად „ლოკდაუნი“, ბუნებრივად დაგვიდგეს“. ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
მანვე ისაუბრა, თუ რა ჯდება მათი ინფორმაციით, ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მკურნალობა.
“თუ ჩვენ ამ წერტილოვან დარტყმებს არ მივიღებთ ანუ 20-30%-ით არ შევამცირებთ აქტიურობებს, ჩვენ უკვე გვექნება პანდემიის, ჯანდაცვის თვალსაზრისით იმდენად გაუარესებული მდგომარეობა, რომ სამუშაოდაც აღარავის ეცლება და აღარც მოლში სასიარულოდ.
დღეის მდგომარეობით, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ყოველი პაციენტის მკურნალობა კლინიკაში 250 ლარი ჯდება, სასტუმროებში კი დაახლოებით, 300 ლარი. ეს რომ ჩვენ გადავამრავლოთ იმ მაჩვენებლებზე რამდენიც შეიძლება გახდეს პიკზე ინფიცირებულების რაოდენობა, შეიძლება 200-დან 300 მილიონ ლარამდე ავიდეს ეს ხარჯი. ჯობია ეს ხარჯი შევამციროთ და ფული გამოვიყენოთ იმისთვის, რომ წერტილოვან დარტყმებზე მიყენებული შედეგები ავანაზღაუროთ რაღაცა ფორმით,“-განაცხადა ჭარაიამ.