რუსთავის სკაუტურ ცენტრში, ევროპელი მოხალისეების ჩართულობით, ვორქშოფი გაიმართა. პროექტი საზოგადოებრივი ბაღჩა “კოკოპელისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის” ორგანიზებით ჩატარდა.
ვორქშოფის მონაწილეებმა ურბანული ბაღისა და ქალაქის რეკრეაციაში მისი დანიშნულების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
მოხალისეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ, როგორ შეიძლება მოქალაქემ ქალაქის პირობებში სასურველი ბოსტნეული მოიყვანოს.
ურბანული ბაღის შექმნაში ევროპელი მოხალისეებიც ჩაერთვებიან ე, რომლებიც საქართველოში 1 წლით რჩებიან.