როგორია ვითარება რუსთავის ცხელების ცენტრებში? 

რუსთავის ცხელების ზონებში ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში ჯამში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. ეპიდემიოლოგის მაია რაზმაძის ცნობით, ზოგიერთი მათგანი რუსთავის მკვიდრია. პაციენტებს შორის არიან 70 წელს გადაცილებული პირები.

4 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა კლინიკა „რუსთავში“. როგორც TV4-თვის გახდა ცნობილი, გუშინ  გამოსაკვლევად 11 პირის ტესტის ნიმუში იყო გაგზავნილი. მათ შორის კოვიდ19 დაუდასტურდა 4 პაციენტს. 

რაც შეეხება, რუსთავის N2დიაგნოსტიკურ ცენტრს, კორონავირუსის 16 პირს დაუდასტურდა. როგორც სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ tv4-ს განუცხადა, სხვა პირების ტესტის პასუხებს კოვიდ19-ზე ჯერ კიდევ ელოდებიან და შესაძლოა, მათი რიცხვი გაიზარდოს.