რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-ით გაიზარდა

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-ით გაიზარდა და ჯამში, დღის განმავლობაში ქალაქში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 20-ს შეადგენს. 

კოვიდ 19″-ზე 12 პაციენტი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოიკვლიეს. 

ცნობისთვის, ვირუსი დაუდასტურდა ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრის 6 და კლინიკა “რუსთავის” 2 პაციენტსაც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ქვემო ქართლში ვირუსის 116 შემთხვევა დადასტურდა.