რუსთავში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ TV4-ს N2 დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებული პაციენტები რუსთაველები არიან.

ცნობისთვის, 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა რუსთავის კოვიდისმიმღე ცენტრში. ბოლო 24 საათში რუსთავში ჯამში 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.