რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკი შეიცვალა (+ვიდეო)

 რუსთავში გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტის  გრაფიკიც შეიცვალა.

კერძოდ,  მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე ემსახურებოდა, გრაფიკი 2 საათით შემცირდა.

მუნიციპალური ტრანსპორტის დაქვემდებარებაში სულ 6 მარშრუტია: N1, 2, 4, 5, 6 ,7. გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ, ყველა მათგანი მუშაობას საღამოს 08:00 საათზე ასრულებს. 

რეკომენდაციების დაცვისათვის, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ყველა ავტობუსს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება.

 მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, გრაფიკი M2 კატეგორიის მიკროავტობუსებმაც შეცვალეს. ქალაქში მიკროავტობუსები ჯამში 10 მიმართულებით გადაადგილდებიან. ახალი შეზღუდვების ფონზე, ათივე მიმართულების სამუშაო დღე რამდენიმე საათით შემცირდა.

 ახალი სატრანსპორტო გეგმის მიხედვით, N3, 6, და N8   სამუშაო დღეს 07:00 საათზე ასრულებენ. N1, 7ი და N14  მიკროავტობუსები 08:00 საათზე, ხოლო   N4  მიკროავტობუსი ქალაქში მოძრაობას 08:30-ზე ასრულებს.