საქართველოსა და ესტონეთს შორის შეხვედრა 0:0 დასრულდა

ერთა ლიგის უკანასკნელი ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ამ მატჩს არცერთი გუნდისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა.

ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. საერთო ჯამში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრე 0:0 დასრულდა.