მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა ჩატარდა.
მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაურ დაგალმა ხმების 51.19 პროცენტით გაიმარჯვა.
სხდომის პირველი ნაწილი საჩივრების განხილვას, მეორე კი შემაჯამებელი ოქმის შედგენას დაეთმო.
ოქმს ხელი არ მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა.