ცხელების ზონაში კორონავირუსი 15 პირს დაუდასტურდა, 7 მედპერსონალია

  რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც შვიდი მედპერსონალია.  ამის შესახებ TV4-ს ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა. 

ამასთან,  კლინიკა “რუსთავში”  ვირუსი შვიდ პირს დაუდასტურდა.