აფეთქება ახალციხეში – დაშავდა ორი ადამიანი

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან „იმერეთში“ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შუახნის ქალსა და მამაკაცზ აღენიშნებოდათ შოკი, პოლიტრავმა, მრავლობითი დამწვრობით. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და რეანიმაციული ღონისძიებები უტარდებათ.

არსებული ინფორმაციით, ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებულ უმოქმედო რესტორნის სარდაფში, პირველადი ინფორმაციით, გაზის გაჟონვა მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

შენობაში ევაკუაცია განხორციელდა. შენობიდან 12 ოჯახია გამოყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.