აშშ-ში 18 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ამერიკის ხმა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნიუ-იორკში 18 წლის საქართველოს მოქალაქე ჯაბა ადამია მოკლეს. შემთხვევა ბრუკლინში აღმოსავლეთ 21-ე ქუჩისა და ავენიუ პ-ის შორის მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ადამია მკვლელობის ადგილიდან, დაახლოებით 800 მეტრში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ადამიას დაზიანებები ცივი იარაღით მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.