ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში – 525, იმერეთში – 591, ქვემო ქართლში – 351, შიდა ქართლში – 294, გურიაში – 131, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 274, კახეთში – 166, მცხეთა-მთიანეთში – 134, სამცხე-ჯავახეთში – 88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 30.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 655. მათ შორის, 6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 843, აჭარაში – 1 043, იმერეთში – 1 255.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 027 პირი, მათ შორის, თბილისში – 486, აჭარაში – 152, იმერეთში – 218. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 45, იმერეთში – 43. 3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 283 – თბილისში, 1 997 – აჭარაში, 332 – იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 478, აჭარაში – 970, ხოლო იმერეთში – 31.
სულ 6 ოქტომბრიდან – 2 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 19 769 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 544 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 675 პირი, აჭარაში – 11 775, იმერეთში – 5 080“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.