ბათუმში კორონავირუსით 49 წლის ექიმი გარდაიცვალა. ირმა სირაძე ბოლო წლებში სამედიცინო დისტრიბუციაში მუშაობდა.
ის ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში ფილტვების დაზიანებით 10 ნოემბერს გადაიყვანეს, მანამდე პაციენტი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა.
კლინიკის ინფორმაციით, ინფიცირებულ პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის დღეს დილით, დაახლოებით 11:00 საათზე გარდაიცვალა.