გაეროს განვითარების პროგრამა სოფლად მცხოვრებ ქალებს ეხმარება. პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლში 23 ქალს, რომლებიც პანდემიის გამოწვევებს მარტო უმკლავდებიან, სასოფლო სამეურნეო პროდუქტი გადაეცა.
პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით დახმარებას საერთო ჯამში 620 შინამეურნეობა მიიღებს. პროექტის ხელმძღვანელების ინფორმაციით, მათი მიზანია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დაცვა პანდემიით გამოწვეული კრიზისისაგან.