საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, ქვეყნის მასშტაბით, ინსპექტირებას მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი შემთხვევების დროს განახორციელებენ.
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახური კი, უქმეების მიუხედავად, შეუზღუდავად იმუშავებს – დეპარტამენტის თანამშრომლები, სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე დაუყოვნებლივ მოახდენენ რეაგირებას. ასევე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ პატრულირების ეკიპაჟები, რომლებიც გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან პატრულირებას განახორციელებენ.