დაბა მანგლისსა და წალკაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში და წალკის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, 2295 ოჯახი მიიღებს გაზს.

 ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მომავალ წელს 12 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება იგეგმება, რაც 1708 აბონენტს მოიცავს.

 უწყების ცნობით, 2022-2024 წლებში იგეგმება ქვემო ქართლის რეგიონის 11 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება რაც, წინასწარი მონაცემებით, დამატებით 1282 პოტენციურ აბონენტს გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, 2009 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში განხორციელდა 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება, რის შედეგადაც გაზი 43 500-ზე მეტმა პოტენციურმა აბონენტმა მიიღო.