შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად დედ-მამით ობოლი ბავშვების ოჯახებს ესტუმრა, რომლებსაც საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.
აღნიშნული სოციალური დახმარება გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება, რასაც ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შესაბამისი ოჯახები მიიღებენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით წამოწყებული სოციალური კამპანია ასევე განხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებშიც, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული სოციალური კამპანია, მიზნად ისახავს დედ-მამით ობოლ ბავშვების კოვიდპანდემიის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გარკვეულწილად შემსუბუქებას.