დღეიდან მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან

საქართველოს მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა.

საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით.

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის მიმართვა ცნობად მიიღო. დღეიდან მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან და პრემიერმა მთავრობის შემადგენლობა უნდა დაასახელოს.