იმნაძე: დღევანდელი სტატისტიკა არ გვაძლევს დამშვიდების საბაბს

პაატა იმნაძის განცხადებით, ის, რომ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვნად მცირე შემთხვევები გამოვლინდა, ჯერჯერობით ნამდვილად არ გვაძლევს დამშვიდების საბაბს.

მისი თქმით, ჩვენ ყველამ ისევ და ისევ მაქსიმალურად უნდა გავაგრძელოთ პირბადეების მოხმარება და რეკომენდაციების დაცვა.

“ის, რომ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვნად მცირე შემთხვევები გამოვლინდა, ჯერჯერობით ნამდვილად არ გვაძლევს დამშვიდების საბაბს, რადგან ეს კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას, რა იქნება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ამ დამატებითი შეზღუდვების დაწესებით, მოვახერხეთ ინფექციის აღმასვლის გაჩერება, რაც ნამდვილად სახეზეა, მაგრამ როდის დაიწყება დაღმასვლა, ამაზე ჯერ ლაპარაკი ცოტა ადრეა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველამ ისევ და ისევ მაქსიმალურად უნდა გავაგრძელოთ პირბადეების მოხმარება, რეკომენდაციების დაცვა და ხალხმრავალი შეკრებისგან თავის არიდება. ძალიან ძნელია ზუსტი თარიღების დასახელება, მაგრამ იმედი მაქვს, ორ კვირაში შემთხვევების რაოდენობის დაღმასვლა საგრძნობი უნდა იყოს” – აცხადებს იმნაძე.

შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 498 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.