კლინიკა “რუსთავში” კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

კლინიკა “რუსთავში” კორნავირუსით ინფიცირებული ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ტვ4-ს კლინიკის ეპიდემიოლოგმა, მაია როგავამ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. გარდაცვლილი კლინიკაში 11 დეკემბრიდან მკურნალობდა.