პარლამენტის ყოფილი წევრი და „ხალხის პარტიის” თავმჯდომარე, კობა დავითაშვილი მშობლიურ სოფელ ნიაბში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალა.
მანამდე, სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს, ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ კი ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გააცნო.
ტაძარი, სადაც კობა დავითაშვილი იყო დასვენებული, მისივე აღდგენილია. წლების განმავლობაში უმოქმედო და დანგრეულ ტაძარში მსახურება 10 წლის წინ აღდგა. დავითაშვილთან გამოსამშვიდობებლად და პატივის მისაგებად ნიაბში მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილები.
კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში 2 დეკემბერს ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. მას ე.წ. ბეხტერევის დაავადება ჰქონდა და 25 ნოემბრიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.









