რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეული 77 პირიდან, კორონავირუსი 52-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი სამედიცინო პერსონალია.
ვირუსი 8 პაციენტს დაუდასტურდა კლინიკა “რუსთავის” კოვიდის მიმღებ ცენტრში. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში 24 პირი გამოიკვლიეს. კლინიკაში კიდევ 17 პირის საკვლევი ნიმუშები გადააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში.
7 შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ცხელების ზონაში 12 პაციენტი გამოიკვლიეს, ვირუსი შვიდს დაუდასტურდა, ხუთის შემთხვევაში ტესტმა ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.