ნაძალადევის რაიონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა

ნაძალადევის რაიონში სროლა იყო. მომხდარის შედეგად ერთი მამაკაცი დაიჭრა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი კლინიკა „ჯერარსში“ გადაიყვანა.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მათ რამდენიმე გასროლა გაიგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.