რუსთავის თეატრის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსს თეატრის ტექნიკური რეჟისორი ემსხვერპლა.
“რუსთავის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრის ტექნიკური რეჟისორი ნაილი იაშაგაშვილი.იმედი გვქონდა, რომ გაუძლებდა, ისევ კულისებში დაგვხვდებოდა და ყოველი სპექტაკლის დამთავრების შემდეგ იკითხავდა “აბა, დღეს როგორი ვიყავი, ყველაფერი ხომ კარგად იყო?! “-წერია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.