მეგობრობის გამზირზე, საავტომობილო გზაზე მოძრავ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც Tv4-ის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.