მკვლელობა მოხდა ქობულეთში. გავრცელებული ინფორმაციით, სანადირო თოფით შუახნის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 108 -ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობას გულისხმობს.