საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა (ფოტო)

პაციენტი თავდაპირველად მკურნალობას კოვიდ-სასტუმროში გადიოდა. მას შემდეგ კი, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი აცხადებს, გოგონას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან გოგონას ოჯახის წევრებიც, თუმცა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.