ქვეყანაში 26 000-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა

28 ნოემბრიდან დღემდე ქვეყანაში 26 000 -ზე მეტი ობიექტი შემოწმდა. ბოლო 24 საათში ეკონომიკური საქმიანობა 43 ობიექტს შეუჩერდა, 2 კი დაჯარიმდა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, უკვე შემოწმებულ ობიქტებეზე  რემონიტორინგი ხორციელდება.

მისივე თქმით, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ობიექტები კოვიდპანდემიის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების დაცვის კუთხითაც მოწმდება.