თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები- TV4-ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ცოლი მოკლა 87-წლამდეა.
როგორც TV4-ისთვის ხდება ცნობილი, ქმარმა ცოლს ჭრილობა ყელის არეში, ცივი იარაღით მიაყენა. ცოლ-ქმარი ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მათი ასაკი 80-იდან 87 წლამდეა.
ცოლ-ქმარი მაწევანში ცხოვობდა და მათ საერთო შვილები ჰყავთ.
თეთრიწყაროს სოფელ მაწევანში მკვლელობა გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.