პოლიციელი საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა გორში მოხდა.

უცნობია გარდაცვალების მიზეზი.  ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიციელი სამსახურში გახდა შეუძლოდ, რის გამოც ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს